საქართველოში მასწავლებელთა 40%-მდე უკვე აცრილია – მინისტრის მოადგილე

განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა 40%-მდე უკვე აცრილია.

უწყების ინფორმაციით, იმუნიზაციის პროცესის გამარტივების მიზნით, განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები და ამცრელი ჯგუფები. ცენტრებში სასურველი ვაქცინით აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.

19 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში ორჯერადად აცრილია 258 303 ადამიანი, სულ ჩატარდა 883 570 აცრა.