საქართველოში მივემგზავრები მაღალი მნიშვნელობის არჩევნებზე დასაკვირვებლად – ფოტიგა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა Twitter-ზე წერს, რომ 2021 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად საქართველოში მოემგზავრება.

“საქართველოში მივემგზავრები, მაღალი მნიშვნელობის ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად. უცილებელია, არჩევნები მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდეს, არსებული დაძაბულობის მიუხედავად”,– წერს ფოტიგა.

ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.