საქართველოში მილიონზე მეტი ადამიანი სრულადაა ვაქცინირებული – NCDC

1 დეკემბრის მონაცემებით, მილიონზე მეტი ადამიანი სრულადაა ვაქცინირებული ამის შესახებ ინფორმაციას, დაავადებათა  კონტროლის ცენტრი ავრცელებს.

ამ დროისთვის სრულად აცრილია 1 001 801 პირი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 35.1%-ია.

რაც შეეხება ერთი დოზით აცრილებს, მათი რიცხვი 1 165 835-ია, მოზრდილი მოსახლეობის 41%.