რამდენიმე წუთის წინ საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ლაგოდეხთან, სოფელი ხიზაბვარა იყო.
„დღეს, თბილისის დროით 12:35 საათზე, ლაგოდეხთან, მოხდა 3.3 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“,- წერია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მიწისძვრის სიღრმე 17 კილომეტრი იყო.