საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 1185 შემთხვევა. აღნიშნულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამასთან, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5381 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 30 პაციენტი.