საქართველოში ომიკრონის შტამი დადასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით საქართველოში ომიკრონის შტამის ორი შემთხვევა დადასტურდა. ერთ-ერთ მოქალაქეს აქვს მოგზაურობის ისტორია აშშ-ში, მეორეს კი – დუბაიში

“დაახლოებით 10-მდე შემთხვევას ვიკვლევდით, რამდენიმე შემთხვევაში დადგინდა სეკვენირებით, რომ ისინი იყო დელტა და დელტა +. ორ შემთხვევაში ჩვენ დავადასტურეთ ომიკრონის არსებობა.რამდენჯერმე იქნა ეს გადამოწმებული როგორც სეკვენირებით ისე სპეფიციური PCR ტესტებით, რომელიც ჩვენ შაბათს მივიღეთ ჩვენი გერმანელი პარტნიორებისგან, რომელიც აღმოაჩენს სფეციფიურად უკვე PCR-ით და არა სეკვენირებით. ორ შემთხვევაში დადასტურდა როგორც სეკვენირებით, ისე სპეციფიური PCR ტესტით.” – ამბობს ამირან გამყრელიძე