დღეს საქართველოში პოლონეთის პრემიერმინისტრი ჩამოდის. ის ბათუმში ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება, რომელთანაც განიხილავს საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედებებს უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ, ასევე, კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შედეგებს. შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.
პოლონეთის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მატეუშ მორავიეცკი ღარიბაშვილთან სანქციების განხორციელებაში საქართველოს ჩართულობაზეც ისაუბრებს.