საქართველოში ჟურნალისტებზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმა საყვედურს იმსახურებს – ასე ეხმაურება, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ჯიმ რიში ტვიტერზე.
”საქართველოში ჟურნალისტებზე, ტურისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმა საყვედურს იმსახურებს. მე ვლოცულობ ბატონი ლაშქარავასა და მისი ოჯახისთვის. ყველა, ვინც პასუხისმგებელია ამ ძალადობაზე, კანონის სრული დაცვით უნდა გასამართლდეს. კანონის უზენაესობა იცავს მშვიდობიან პროტესტს და არა მოძალადე დამნაშავეებს. საქართველო უნდა გამოსწორდეს. ”- წერს რიში.