საქართველოში რომ ვყოფილიყავი, ენმ მინიმუმ 50%-ს აიღებდა, ამიტომ არ მიშვებენ – სააკაშვილი

საქართველოს მე–3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მისი საქართველოში ყოფნის შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობა არჩევნებში მინიმუმ 50%–ს აიღებდა.

“ნაციონალურმა მოძრაობამ არამხოლოდ მოიპოვა ამომრჩევლის ნდობა, ნაციონალურმა მოძრაობამ იმ პირობებში, როდესაც ამხელა ზეწოლა იყო და ყველა რეპრესია განხორციელდა ჩვენი პარტიის მისამართით, ყველანაირი ობიექტური ეგზიტპოლით აიღო 35%-ზე მეტი, პარტიამ აიღო პრაქტიკულად ძირითადი ნაწილი ოპოზიციური ხმების. მე რომ ვყოფილიყავი საქართველოში, ნაციონალური მოძრაობა აიღებდა მინიმუმ 50%-ს – ეს ყველამ იცის ძალიან კარგად და იმიტომაც არ მიშვებენ საქართველოში”,– ამბობს სააკაშვილი.

მისი თქმით, ნაციონალურ მოძრაობაში ბევრი ახალი ლიდერი ჩამოყალიბდა, რითაც ამაყობს.