საქართველოში უცხოელი აგენტების კანონის გარშემო პროტესტებს ვაკვირდებოდი და ვფიქრობ, ისინი ასახავდა ქართველი ხალხის სურვილს რომ მათი მომავალი დასავლეთში, ევროკავშირში მტკიცედ ინტეგრირებული იყოს. ჩვენ ამ გზისადმი ქართველი ხალხის ერთგულებას კიდევ და კიდევ ვხედავთ და ვფიქრობ, ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია, რომ მათი ამ გზაზე მხარდაჭერა გავაგრძელოთ. მჯერა, რომ რუსეთი საქართველოში მავნე ქმედებებს ახორციელებს, მათ შორის დეზინფორმაციას და ამას აქვს გავლენა ქვეყანაზე. ამიტომ ვფიქრობ, ჩვენი დახმარება დემოკრატიული რეფორმების იმპლემენტაციაში არის აუცილებელი. ევროკავშირმა გაწერა 12 პრიორიტეტი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს, რომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. [ელჩად] დამტკიცების შემთხვევაში მე ვიმუშავებ ახლოს ხელისუფლებასთან რომ ამ რეფორმების დაგენრვაში მხარი დავუჭირო.
განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა რობინ დანიგენმა სენატში.