საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს ეუთოს 28 წარმომადგენელი დააკვირდება

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნებზე 28 კაციან სადამკვირვებლო მისიას გამოგზავნის. მისიის საგანგებო თანაკოორდინატორი და ლიდერი იქნება ელონა ჯებრეა ხოჯა

“ჩვენი პარლამენტარები, როგორც დამკვირვებლები, საკუთარი ქვეყნების საარჩევნო პროცესში ძალიან გამოცდილები არიან, ისევე როგორც ეუთოს მთელს რეგიონში, რაც საშუალებას გვაძლევს, არჩევნების შესახებ მიუკერძოებელი დასკვნები დავდოთ”, – ამბობს ჰოქსა, – “ჩვენ ვაფასებთ მოცემულ შესაძლებლობას, პანდემიის მიუხედავად ჩავიდეთ საქართველოში და დავაკვირდეთ არჩევნებს”.

დელეგაციის წრამომადგენლები სადამკვირვებლო მისიის შედეგებს, ისევე როგორც საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით დასკვნებს არჩევნების მეორე დღეს, 1 ნოემბერს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგენენ.

საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.