“საქართველოში საჭიროა ახალი არჩევნების დანიშვნა”- ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, მეთიუ ბრაიზამ, გადაცემა “ღამის მთავარში” ისაუბრა. ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს სტარტეგიულ პარტნიორობაზე საუბრისას, ბრაიზამ განაცხადა, რომ “დროა, ამერიკის მთავრობამ იმოქმედოს”.
“პრეზიდენტ ბაიდენს ესმის საქართველოს მდგომარეობა. დარწმუნებული ვარ, იცის, რამდენად მნიშვნელოვანი მომენტია საქართველოს დემოკრატიაში… საჭიროა ახალი არჩევნების დანიშვნა. საქართველოს დემოკრატიული სისტემა მოუმწიფებელი ჩანს და ეს ბადებს შეკითხვებს, საქართველოს ინტიტუციები არიან კი საკამრისად ძლიერი იმისთვის, რომ NATO-ს წევრი გახდეს ქვეყანა?”- განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.