საქართველოში სეზონური გრიპის ვირუსი დაფიქსირდა

საქართველოში სეზონური გრიპის ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასულ კვირაში „ბე“ ტიპის ვირუსი მიმდინარე სეზონზე პირველად დაფიქსირდა. „ა“ ტიპის ვირუსის ცირკულირება კი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.

NCDC-ს დირექტორი ამირან გამყრელიძე 2 დეკემბერს აცხადებდა, რომ ქვეყანაში გრიპის ვაქცინის 65 ათასამდე დოზა იყო დარჩენილი. მთლიანობაში შესყიდული 235 ათასი დოზადან 10 ათასი დოზა აფხაზეთს გადაეცა, ხოლო 160 ათასი დაიხარჯა ქართული ჯარის და რისკჯგუფების აცრაზე.