საქართველოში უკიდურესად შემაშფოთებელი ვითარებაა–კარლ ბილდტი

ევროსაბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თანათავმჯდომარე, შვედეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი კარლ ბილდტი ნიკა მელიას დაპატიმრებას ეხმაურება და  ამბობს, რომ საქართველოში უკიდურესად შემაშფოთებელი ვითარებაა.

“უკიდურესად შემაშფოთებელი ვითარებაა საქართველოში. ოპოზიციის ლიდერი პოლიციამ პარტიის სათავო ოფისში შტურმის გზით დააკავა. კანონის უზენაესობის მკაცრად დაცვა უნდა იყოს ევროკავშირთან ახლო თანამშრომლობისა და ინტეგრაციის პირობა”, – წერს ბილდტი.