ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში ფრენები დარჩება იმ რეჟიმში, როგორც აქამდე იყო.
მისივე თქმით, ფრენების შესახებ დამატებითი გადაწყვეტილებები იმის მიხედვით მიიღება, თუ როგორი იქნება კოვიდინფექციის გავრცელება.
„ეს არის გლობალური პრობლემა და ამასთან დაკავშირებით თქვენ იცით, რომ მნიშვნელოვანია ის სტატისტიკა, თუ რომელ ქვეყანაში, როგორ ვითარდება კოვიდინფექციის გავრცელება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. დღესდღეობით ფრენები დარჩება იმ რეჟიმში, როგორც ამ მომენტისთვის არის და იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება სექტემბრის თვეში კოვიდინფექციის გავრცელება, ჩვენ მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს“, – განცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
კითხვაზე შესაძლებელია, თუ არა, სექტემბრის შემდეგაც გახანგრძლივდეს რეგულარული ფრენების აკრძალვა, მინისტრი პასუხობს, რომ “ყველაფერი შესაძლებელია”.
შეგახსენებთ, რომ 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით, საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა პირველ ოქტომბრამდე გახანგრძლივდა.