საქართველოში ჩატარებული აცრების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 24 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 1 010 096 აცრა.

1 დოზით ვაქცინირებულია 703 945 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 24.6%-ს შეადგენს, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 306 151 პირი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 10.7%-ია.

ამასთან, 23 აგვისტოს აიცრა 30 067 ადამიანი.