საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ქართულმა ოცნებამ ხალხს “არჩევნები მოპარა”.
“საქარველოში ხალხი კი არ მოისყიდეს, საქართველოში ხალხს მოპარეს არჩევნები”,– წერს მიხეილ სააკაშვილი.
ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნები გააყალბა. ისინი დღეს, 16:00 საათიდან პარლამენტთან საპროტესტო აქციას ჩაატარებენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია უბნების 86.35%. ხმები შემდეგნაირად ნაწილდება:
- “ქართული ოცნება” – 48.27%;
- “ნაციონალური მოძრაობა” – 26.64%;
- “ევროპული საქართველო” – 3.78%;
- “ლელო” – 3.24%;
- “პატრიოტთა ალიანსი” – 3.17%;
- “სტრატეგია აღმაშენებელი” – 3.17%;
- “გირჩი” – 3.03%;
- “მოქალაქეები” – 1.37%;
- “ლეიბორისტები” – 1%.