“საქართველოში ჯერ კიდევ გყავთ პოლიტპატიმრები. მეც მათ შორის ვარ, ვინც მათ გათავისუფლებას ითხოვს. “- ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ანჟეი ჰალიცკი საქართველოში მიმდინარე პროცესებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობენ პოლიტპატიმრები.
“ჩვენ ბრმები არ ვართ. ვიცით, რა ხდება და ვხედავთ ფუნდამენტურ მოლოდინებთან დაკავშირებულ საფრთხეებს. საუბარია ქართველების მოლოდინზე იმ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც ახლა მიმდინარეობს. არსებობს შეთანხმება, რომელიც უნდა შესრულდეს. სამართლიანი არ იქნება, თუკი მას დაარღვევენ. საქართველოში ჯერ კიდევ გყავთ პოლიტპატიმრები. მეც მათ შორის ვარ, ვინც მათ გათავისუფლებას ითხოვს. ევროპულ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ უნდა არსებობდეს. ეს 8 მარტის შეთანხმების ნაწილია. მხარს ვუჭერ შეთანხმების ყველა პირობის შესრულებას არჩევნებამდე.
რა თქმა უნდა არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად უნდა ჩატარდეს. მედიას უნდა ჰქონდეს თანაბარი წვდომა. ჩვენს ინტერესშია გვყავდეს წარმომადგენლები არჩევნებზე. ამ არჩევნებზე ჩვენ არ ვიქნებით მოსამართლეები, ჩვენ უბრალოდ უნდა ვთქვათ, დიახ ეს არჩევნები ჩატარდება თავისუფლად, დემოკრატიულად. ეს მთავრობის ინტერესშიც უნდა იყოს, რადგან მთავრობის მოვალეობაა ყველას ელაპარაკოს, ის არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოების პარტნიორი უნდა იყოს და მათგან დისტანცირებას თავი უნდა აარიდოს. კარგი მთავრობა უსმენს მოქალაქეების მოლოდინებს