დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დღეს, 22 იანვარს, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 24 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 3 000-ს გადააჭარბა.
კორონავირუსის მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 3 022 გახდა.
დღეს ქვეყანაში COVID-19-ის 903 ახალი შემთხვევა დადასტურდა.