საქართველოში კორონავირუსით დღეს მე-9 პაციენტი გარდაიცვალა. ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
69 წლის კაცს კორონავირუსთან ერთად ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციული დაავადება, არტერიული, ჰიპერტენზია და შაქრიანი დიაბეტის აღენიშნებოდა.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 1192 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 233 ადამიანი. სულ გარდაცვლილია 137 პაციენტი.