საქართველოში კორონავირუსის 196 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ცოტა ხნის წინ ,,ფეისბუქლაივში” განაცხადა.
გამყრელიძე ასევე აღნიშნავს, რომ ლაბორატორიაში 200-მდე ნიმუშის კვლევა მიმდინარეობს და დადატურებული შემთხვევები კიდევ დაემატება.
ცნობისთვის, ამ დროისთვის 196 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელებულია – 46 მოქალაქე, ხოლო გარდაცვლილია 3.
კარანტინის რეჟიმში რჩება – 4708 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 370 მოქალაქე.