COVID-19-ით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 818 შემთხვევა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 818 ახალი შემთხვევა, ხოლო 783 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

18 აპრილის მონაცემებით ქვეყანაში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 295 358
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 280 915 
  • მათ შორის გარდაცვლილი – 3939 
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 18 822, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10197, PCR ტესტით – 8625
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 4,35%, ბოლო 14 დღის – 2,98%, ბოლო 7 დღის – 3,41%
  • სულ აცრილია – 29184, დღიურად აცრილია – 1530
  • კარანტინის რეჟიმში – 310
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2982
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 439