საქართველოში COVID-19-ით კიდევ 31 პაციენტი გარდაიცვალა, სულ – 2603

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 31 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა კორონავირუსის 417 ახალი შემთხვევა, ხოლო გამოჯანმრთელდა 2469 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით ქვეყანაში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 229 169
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 220 442
  • მათ შორის გარდაცვლილი – 2603
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 2795, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 1868, PCR ტესტით – 927
  • კარანტინის რეჟიმში – 386
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4209
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 840