ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 41 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 538 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2766 პაციენტი. მონაცემები stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.
538 ახალი შემთხვევა ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 4 769 ტესტით გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით ქვეყანაში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 222 143
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 206 313
- მათ შორის გარდაცვლილი – 2418