საქართველოში COVID-19-ის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან 1 წელი გავიდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან ზუსტად 1 წელი გავიდა.

2020 წლის 26 თებერვალს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე დაადასტურა, რომ ქვეყანაში COVID-19 გამოვლინდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც შემოვიდა აზერბაიჯანის გავლით ირანიდან. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დღეისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 270 137 დადასტურებული შემთხვევაა, უკვე გამოჯანმრთელდა 264 047 პაციენტი, ხოლო ვირუსმა 3485 ადამიანი იმსხვერპლა.