საქართველოში COVID-19-ის 1137 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 11 ადამიანი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 137 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 179 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა — 11.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 17 019 ტესტი ჩატარდა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 9840, PCR ტესტით — 7179.

დღემდე კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდნეოვაა 251 071, გამოჯანმრთელდა 238 101 პირი, ხოლო გარდაიცვალა 2 998 პაციენტი.