ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი – 4 048 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 856 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 49 პაციენტი კი გარდაიცვალა. მონაცემები Stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსით ინფიცირებულია – 104 732
- გამოჯანმრთელებულია – 85 639
- გარდაცვლილია – 976
- კარანტინის რეჟიმში რჩება – 2159
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3449
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6189
- მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.