საქართველო აშშ-სგან 5 წელში $330 მილიონს მიიღებს

საქართველოს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შორის დღეს ხელი ეწერება საგრანტო შეთანხმებას –  „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“.

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ამ შეთანხმების შედეგად 5 წლის პერიოდში საქართველოსთვის $330 მილიონ დოლარამდე რესურსი გახდება ხელმისაწვდომი.

პირველ ეტაპზე საქართველოსთვის 67 მლნ დოლარის გრანტი გამოიყოფა.

შეთანხმებას ხელს აწერენ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი. ხელის მოწერის ცერემონია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.