საქართველო გაყიდეთ და ახლა რუსთაველის თეატრს უჩმახებთ?- ასე ეხმაურება, რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრის დასის მოსკოვში წასვლას.
”საქართველო გაყიდეთ! დავით გარეჯი, აბხაზეთი, გალი, სამაჩაბლო – და ახლა რუსთაველის თეატრს უჩმახებთ; რატომ გპატიჟებენ რუსეთში ჩეხოვის ფესტივალზეო? [სტილი დაცულია]”- წერს სტურუა.
გუშინ, 20 ივნისს ცნობილი გახდა, რომ რუსთაველის თეატრის დასი, რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით, მოსკოვში მიემგზავრება. დასი მონაწილეობას ჩეხოვის ფესტივალში მიიღებს, სპექტაკლები კი 30 ივნისს, 1-2 ივლისს გაიმართება.