სალომე ზურაბიშვილი პრემიერ ღარიბაშვილს ულოცავს 15 სომეხი მოქალაქის გათავისუფლებაში მონაწილეობას.
“ბატონო ირაკლი, გილოცავთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჰუმანიტარული შეთანხმების მიღწევას. საქართველო დაუბრუნდა მედიატორის ისტორიულ როლს, ამერიკა და ევროკავშირი კავკასიაში დაბრუნდნენ. ნდობის შენება მდგრადი მშვიდობისკენ მიმავალი გზაა”,– წერს პრეზიდენტი.
ცნობისთვის, საქართველოს ფასილიტაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა. ისინი საქართველოს ტერიტორიის გავლით საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის აქტიური ჩართულობით, ასევე, შესაძლებელი გახდა სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის მნიშვნელოვანი მასალების გადაცემა დანაღმული ტერიტორიების შესახებ.