“საქართველო და ყველა პარტნიორი ქვეყანა მოწვეული იქნება NATO-ს პარტნიორობის მომავალ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. ჩვენ ძალიან გვაწუხებს “ქართული ოცნების” ძალიან მცირე რაოდენობის ლიდერის გადაწყვეტილებები და რიტორიკა. ნათელია, რომ საქართველოს მოსახლეობის 85%-ს ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაცია სურს”,
განაცხადა ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენმა. განცხადებას ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს.