“დღეს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის სანდო და ერთგული მოკავშირეა და ყველა აღიარებს, რომ საქართველოს მართლაც გამორჩეული ლიდერობა აქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანათა შორის, ასევე ე.წ ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის. დღეს საქართველო ევროპისგან ელის ბრძნულ, შორსმჭვრეტელ, პოლიტიკურ გამართლებულ და რაც მთავარია, სამართლიან გადაწყვეტილებას. ჩვენი ისტორიული მისწრაფებების, დაუღალავი ძალისხმევის, ინტეგრაციის პროცესში შესრულებული ვალდებულბებისა და გატარებული რეფორმების შესაბამის აღიარებას”

განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დამოკიდებულობის დღეს სიტყვით გამოსვლისას.