”საქართველო, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, გმობს რუსეთის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების – დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებს. ჩვენ, საქართველო, ვდგავართ მოძმე უკრაინის გვერდში, ისევე, როგორც უკრაინა დგას ჩვენთან. მჯერა, რომ მალე – საქართველოც და უკრაინაც კვლავ გამთლიანებული იქნება და მე მათ ვუსურვებ მშვიდობას.”

ასე ეხმაურება, თბილისის მერი, კახა კალაძე რუსეთის მიერ ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. “სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის” აღიარებას.