საქართველო თავდაჯერებულად მიჰყვება სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გზას – ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

“როგორც მსოფლიო საზოგადოების პატივცემული წევრი, საქართველო თავდაჯერებულად მიჰყვება სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური ზრდის გზას“, – ვკითხულობთ ლუკაშენკოს წერილში, რომელსაც მისი ადმინისტრაცია ავრცელებს.

მილოცვაში ლუკაშენკომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ორი ხალხის ურთიერთთანაგრძნობა და გულწრფელი კეთილგანწყობილი ინტერესი ყოველთვის იყო და რჩება ბელორუსულ-ქართული მრავალმხრივი თანამშრომლობის საიმედო საფუძვლად და ის აქტიურად უნდა განვითარდეს ორი ქვეყნის საკეთილდღეოდ.