”საქართველო კატეგორიულად გმობს რუსეთის მხრიდან უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების აღიარებას. ის იმეორებს სცენარს, რამაც ჩვენი ქვეყნების 20%-ის ოკუპაცია გამოიწვია. საქართველო თქვენს გვერდით დგას, პრეზიდენტო ზელენსკი და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას.”
ასე ეხმაურება, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას.