საქართველო მზად არის კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმაროს სომხეთს, სადაც ვირუსის გავრცელების და გარდაცვალების მაჩვენებელი პიკს აღწევს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი:
„დღეს, საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ინფორმაცია გაცვალეს „კოვიდ-19“-ის პანდემიის მხრივ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობაზე. დავით ზალკალიანმა სომხეთში „კოვიდ-19“-ის პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების გამო სოლიდარობა გამოუცხადა სომხურ მხარესა და საქართველოს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ გამოთქვა დახმარების აღმოჩენის მზაობა“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.
დღეს საქართველოს მოქალაქეებმა პეტიცია შექმნეს, რომელშიც მთავრობას მოუწოდეს სომხეთს მათი პაციენტების საქართველოში მკურნალობა შესთავაზოს.