ჩვენი ძირითადი მოწოდება და ამოცანაა, რომ დავიცვათ წესები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსის ფარგლებში შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენი მოქალაქეებისგან გვჭირდება ის, რომ დავიცვათ წესრიგი, ვატაროთ ნიღაბი, დავიცვათ სოციალური დისტანცია და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და რაც მთავარია, გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. მერწმუნეთ, აქედან გამოვალთ კიდევ უფრო გაძლიერებულები და საქართველო, პატარა ქვეყანა შეძლებს, დაუმტკიცოს ყველას, რომ ეფექტურად მართა კრიზისი და შეძლო კრიზისთან ადაპტაცია და შეძლო ასევე, ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება იმისთვის, რომ სწრაფად გამოავლინოს ვირუსი და სწრაფად დააბრუნოს ეკონომიკურ საქმიანობაში მოქალაქეები და სტუმრები. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის ტურიზმს ამიტომ, დავიცვათ წესები“, – განაცხადა გახარიამ.