საქართველო, რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, საერთაშორისო საზოგადოებამ ეს უნდა აღკვეთოს – მაკფოლი და კასპაროვი

ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონი, გარი კასპაროვი და რუსეთის სანქციების საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის წევრი, მაიკლ მაკფოლი  გამოცემა The Washington Post-ზე გამოქვეყნებულ წერილში წერენ, რომ საქართველო, თურქეთი და ყაზახეთი, რუსეთს რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება და მიმდინარეობს კონტრაბანდის გადატანა, რაც საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა აღკვეთოს.

“დემოკრატიულმა მთავრობებმა მეტი ზეწოლა უნდა განახორციელონ თავიანთ კომპანიებზე, რომლებსაც რუსეთი ჯერ არ დაუტოვებიათ. უცხოური ბიზნესები, რომლებიც პუტინის საომარ მანქანას ეხმარებიან, თუნდაც მხოლოდ გადასახადების გადახდით, სანქციების წინაშე უნდა აღმოჩნდნენ. ასევე, საერთაშორისო საზოგადოებამ ქვეყნები, როგორიცაა თურქეთი, საქართველო და ყაზახეთი, რომლებიც ახლა არსებული სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან, უნდა აიძულონ მიმდინარე კონტრაბანდის ოპერაციების შეწყვეტა”.