“საქართველო საერთაშორისო სანქციებს სრულად იცავს!’ – შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომლითაც საქართველოს მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შესაძლო არიდებასთან დაკავშირებით ამერიკელი სენატორების განცხადებას ეხმაურება.
“აშშ-ის სენატის საშინაო უსაფრთხოებისა და სახელმწიფო საქმეთა კომიტეტზე დასახელებული საქართველოსა და აშშ-ის შორის სავაჭრო სტატისტიკა რეალურ მონაცემებს არ ასახავს. გარდა ამისა, კომიტეტზე არცერთი კონკრეტული ფაქტი არ წარუდგენიათ, რომელიც საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დარღვევის შემთხვევას დაადასტურებდა.
შემოსავლების სამსახურმა ამერიკელ კოლეგებს უკვე მიმართა და მოთხოვნილია განმარტება, თუ რა მტკიცებულებების საფუძველზე გაკეთდა საქართველოსთან მიმართებით აღნიშნული განცხადება. კონკრეტული მტკიცებულების არსებობის შემთხვევაში, ამერიკულ მხარეს ეთხოვა მათი გაზიარება ქართული მხარისთვის.
შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს სრულად იცავს და ამ მიმართულებით, პარტნიორ ქვეყნებთან ერთად კოორდინირებულად მუშაობს”. – წერია შემოსავლების განცხადებაში.
შედის თუ არა საქართველოს გავლით რუსეთში აკრძალული კომპონენტები, რომლითაც რუსეთის ომის მანქანა ძლიერდება – რაზე ისაუბრეს სენატში