“როგორც იუწყებიან, ევროკავშირმა საქართველო შესაძლო სანქციების შესახებ გააფრთხილა, თუ რუსეთის ფედერაციასთან ავიამიმოსვლას განაახლებენ. ევროკავშირმა – საქართველო. არა ევროკავშირის წევრი. საქართველოს ურთიერთობაზე მესამე ქვეყანასთან, რომელიც ასევე არაა ევროკავშირში!… და საქართველო ჩუმადაა! სწორედ ასე გამოიყურება სუვერენიტეტის სრული დაკარგვა. სწორედ ასე გამოიყურება გეოპოლიტიკური მონობა, ვინმეს კიდევ ეჭვი თუ ეპარებოდა. უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია. სწორედ ამაში გაება საქართველო თავისი ევროპისკენ სწრაფვით, მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად. კიდევ კარგი, რუსეთთან ერთად არა”.

ასე ეხმაურება რუსეთის ზედა პალატის, ფედერალური საბჭოს ვიცესპიკერი, კონსტანტინ კოსაჩევი ევროკავშირის საგარეო საქმეთა განყოფილების წამყვან სპიკერს, პიტერ სტანოს მოწოდებას.

ცნობისთვის ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელის თანაშემწემ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა განყოფილების წამყვანმა სპიკერმა, პიტერ სტანომ საქართველოს მთავრობას მოუწოდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ავიაციის სექტორზე დაწესებულ სანქციებს შეუერთდნენ.