საქართველო სამხედრო შესაძლებლობებს უფრო მარტივად მოითხოვს და შეიძენს – ლოიდ ოსტინი

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა პენტაგონში საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს უმასპინძლა და განაცხადა, რომ საქართველო სამხედრო შესაძლებლობებს უფრო მარტივად მოითხოვს და შეიძენს. ამერიკის თავდაცვის მდივნის თქმით, ამ დროის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გლობალურ უსაფრთხოებაში.

“საქართველო იყო ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ერთ სულ მოსახლეზე ჯარისკაცების რაოდენობით ავღანეთში, ნატოს მისიაში. ღრმად ვაფასებთ საქართველოს უდიდეს გავლენას სამხრეთ კავკასიასა და მთელ მსოფლიოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით. ჩვენი პარტნიორობა უსაფრთხოების სფეროში კვლავ გაღრმავდება. საქართველოს მონაწილეობა საკონტაქტო ჯგუფში გვეხმარება, გავაძლიეროთ უკრაინის უნარი, დაიცვას საკუთარი თავი და გააძლიეროს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, რომელიც ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებას იცავს. და ეს გადამწყვეტია, რადგან უკრაინა აგრძელებს ბრძოლას და გაბედულად იბრძვის რუსეთის არაპროვოცირებული და უსამართლო შეჭრის წინააღმდეგ”, – განაცხადა ოსტინმა.