“საქართველო საოცრად ადეკვატურად იქცევა. რა იქნებოდა სომხეთიც ასე იქცეოდეს”. – ასე ეხმაურება, კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი, “ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომელიც პროპაგანდისტულმა “სპუტნიკმა” გაავრცელა.
მდინარაძე ამბობს, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესება თავის მოტყუება იქნებოდა – “ჩვენ არ ვართ გიჟები”ციტირებს მას რუსული მედია.