15-16 ივნისს საქართველო უკრაინასთან ერთად ბრიუსელში NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას დაესწრება. შეხვედრა მედიისთვის დახურული იქნება.
NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან ერთად შეხვედრაზე მიწვეულნი არიან ფინეთისა და შვედეთის თავდაცვის მინისტრებიც.
15 ივნისს NATO-ს შტაბ-ბინა ცალკე შეხვედრა გაიმართება უკრაინის წარმომადგენლებთან. შეხვედრებს NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს.