“საქართველოს მეგობრები ამერიკაში, რომელთა რიცხვიც უზარმაზარია საგარეო ურთიერთობათა წრეებში, შეძრწუნებულები არიან იმით, რასაც საქართველოში გასული წლის განმავლობაში ხედავდნენ, მათ შორის – სხვა საკითხებთან ერთად ეს ეხება სააკაშვილის დაკავებასაც. საქართველო შორდება თავის მეგობრებს, ვის აწყობს ეს? ალბათ პუტინს, იმიტომ რომ ამას საქართველოს იზოლაციამდე მივყავართ.

ევროპელები, რომლებსაც ყოველთვის შერეული დამოკიდებულება ჰქონდათ საქართველოსადმი, ახლა ამბობენ, ჩვენ რატომ უნდა გვადარდებდეს ეს? საქართველოს სჭირდება, რომ მოიკრიბოს პოლიტიკური კაპიტალი და ეს შეუძლია იმით, რომ დაუბრუნდეს რეფორმების გზას. არ მაინტერესებს ვინ გააკეთებს ამას – ქართული ოცნება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თუ ვინმე სხვა. ვფიქრობ, რომ საქართველოს სჭირდება იმის ჩვენება, რომ მას აქვს მომავალი და ის არაა გახვეული პოსტ საბჭოთა ავტოკრატიაში, საითაც, ბევრის აზრით, ქვეყანა მიექანება”

ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დენიელ ფრიდმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.