საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩის შემდეგ გულშემატკივარი, გადაადგილების შეზღუდვის, დარღვევის გამო 2000 ლარით დააჯარიმეს.ინფორმაციას ამის შესახებ ტვ “პირველი” ავრცელებს.
“მინიმუმ, ეს გამონაკლისი მაინც უნდა დაეშვათ, რომ დინამოდან სახლამდე მივუსლიყავი”, განაცხადა გულშემატკივარმა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდა. შეზღუდვა ვრცელდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით და კერძო ავტომობილებით მოსიარულეებზე. ამ დადგენილების დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.