საქართველო 90-იან წლებში ბრუნდება, მელიას დაკავება მიუღებელია – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილებას ეხმიანება და ამბობს, რომ საქართველო 90–იან წლებში ბრუნდება.

“მე შეშფოთებული ვარ საქართველოდან მიღებული ამბებით, ქვეყნიდან, რომელიც ადრე მაგალითს აძლევდა სხვებს და ახლა უკან ბრუნდება თავის მშფოთვარე წარსულში, 90-იან წლებში. ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილება მიუღებელია”,– წერს ის ტვიტერზე.