ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი მედოევის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება კორონავირუსის გავრცელების რეალურ მასშტაბს მალავს.
,,საქართველოს ხელისუფლება ცდილობს დამალოს ეპიდემიის რეალური მასშტაბი ქვეყანაში, ინფორმაცია დაავადებულთა და გარდაცლილთა შესახებ“, -განაცხადა მედოევმა.
მისი თქმით, ქართველი სპეცსამსახურები ცდილობენ, ამ პრობლემის [კორონავირუსის] ექპორტი მოახდინონ სამხრეთ ოსეთში.
„სამხრეთ ოსეთში სიტუაციას ხელისუფლება მკაცრად და საიმედოდ აკონტროლებს. ყველა უწყება ზუსტად და აწყობილად მუშაობს. ყველა მცდელობა ქართული სპეცსამსახურების, რომ პრობლემის ექსპორტი მოახდინონ სამხრეთ ოსეთში განწირულია. ოსეთის ხელისუფლება არ დაუშვებს დაავადება ქვეყანაში საქართველოდან გავრცელდეს“,- აღნიშნა დიმიტრი მედოევმა.
,,სამხრეთ ოსეთის” ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ თანაუგრძნობს საქართველოს ვირუსის ფართოდ გავრცელების გამო, მაგრამ ეს პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლების პრობლემაა.
მისივე მტკიცებით, ამ დრომდე ცხინვალში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.