საქმეს აჭიანურებენ და FBI-ის ჩართვა არ უნდათ – ბაჩალეიშვილის დედა

ირაკლი შოთაძემ განაცხადა, ნებისმიერ დროს შეგხვდებით, თუ რამე კითხვა გექნებათო, ვახტანგ გომელაურის განცხადების საფუძველზე კი ახლა ძალიან ბევრი კითხვა მიჩნდება, – ამის შესახებ გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა.

თეონა თამაზაშვილი მიიჩნევს, რომ პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ, რის გამოც, ის გენერალურ პროკურორთან შეხვედრას მოითხოვს.

„საქმეს აჭიანურებენ და FBI-ის ჩართვა არ უნდათ. შოთაძემ თქვა, წერილები უკვე გაგზავნილიაო, თუ წერილები და მოთხოვნა FBI-ში გაგზავნილია, ჩამოიყვანენ და მერე ეტყვიან, საქმეში ჩაგრთავთ, ან არ ჩაგრთავთო? ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ, ეს ყველაფერი კი დროის გაჭიანურებას ემსახურება, ამასობაში ექსპერტიზის დასკვნას დადებენ, რომ თვითმკვლელობაა და თვითმკვლელობაზე FBI-ის არ ჩამოიყვანენ“, – განაცხადა თამაზაშვილმა.