”რატომ არ განმარტეთ, რომ საქმეში მოწმედ მყოფი პირი არის თქვენი პერსონალური მეგობარი” – “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია მოსამართლის აცილებას ითხოვს. შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მან რამდენიმე წუთის წინ დააყენა. როგორც გვარამია აცხადებს, ერთ-ერთი მოწმე ზაზა გველესიანი, რომელიც დაზარალებულ კომპანიას წარმოადგენს, მოსამართლის ბავშვობის მეგობარია და დასაკითხ მოწმეთა სიიდან მოსამართლემ ამოიღო. ზაზა გველესიანთან მეგობრობა მოსამართლე ლაჩა ჩხიკვაძემ დაადასტურა – „ბავშვობის მეგობარია, კომუნიკაცია გვაქვს მეგობრობის შინაარსში რაც არის, ვხვდებით ხოლმე ერთმანეთს“ – თქვა მან.
“რატომ არ განმარტეთ, რომ საქმეში მოწმედ მყოფი პირი არის თქვენი პერსონალური მეგობარი, რომელთანაც გაქვთ პერსონალური ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლის შესაძლებლობა და ამავდროულად, რომც არ ყოფილიყო ეს პირი მოწმეთა ნუსხაში, იგი წარმოადგენს კომპანია, რომელიც დაზარალებულად არის ცნობილი”- მიმართა ნიკა გვარამიამ მოსამართლეს.