მსახიობმა კახა კინწურაშვილმა ტელეკომპანია ”იმედი” დატოვა. ამის შესახებ მსახიობი მედიაჩეკერთან საუბრობს და აცხადებს, რომ წამოსვლის მიზეზი საინფორმაციო პოლიტიკის მიმართ მისი პროტესტი იყო.
„მე „იმედიდან“ რეალურად, 1 კვირის წინ წამოვედი, რადგან ეს კანონპროექტი იყო უკანასკნელი წვეთი. ვფიქრობ, ყველა ადამიანს საკუთარი საბრძოლველი აქვს და ამ ბრძოლაში ის ინსტრუმენტები უნდა გამოიყენოს, რაც დააგროვა შეგნებითა და გამოცდილებით…
მე არასდროს ვეთანხმებოდი „იმედის“ საინფორმაციო პოლიტიკას და ღიადაც ვაფიქსირებდი ამას, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ღალატს, ეს უკვე აღარაფერში წერია“ — ამბობს კახა კინწურაშვილი მედიაჩეკერთან.
კახა კინწურაშვილს „იმედზე“ გადაცემები „დილის შოუ“ და „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მიჰყავდა